пятница, 25 декабря 2009 г.

ნიღბების ისტორია

1. პროექტის სახელი: ნიღბების ისტორია
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: *სად წარმოიშვა
*სად არის პოპულარული
* რა სახის ნიღბები არსებობს
*როგორ მუშავდება ნიღბები
3. პროექტის სრული აღწერა:
ნიღაბი, ხალხური ან რელიგიური დღობებისათვის იყო განკუთვნილი. ნიღაბი ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყნაში (აფრიკა, ევრაზია, ოკეანეთი, ამერიკა). ნიღაბი სიმბოლურად გამოხატავდა ადამიანს ან ცხოველს, ფანტასტიკურ ან მითოლოგიურ პერსონაჟებს. რიტუალური ნიღბების გამოყენება დაკავშირებული იყო ტოტემისტურ ან ანიმისტურ წარმოდგენებთან, წინაპართა და ცხოველთა კულტებთან, რომელთა მიხედვით, ნიღბიანი პიროვნება თვითონვე გარდაისახებოდა იმ არსებად, რომელსაც ნიღაბი გამოხატავდა. ოკეანეთში ნიღაბს იყენებდნენ მამაკაცთა კავშირები, ახალგაზრდების განდობის ცერემონიაში (ინიციაცია). სამხედრო თავდასხმების ან მართლმსაჯულების აღსრულების დროს. ციმბირის ცალკეულ რეგიონებში ნიღბების გამოყენება დაკავშირებული იყო შამანურ ლოცვებთან. ნიღბები გავრცელდა სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებსა და მისტერიებში. ისტორიული და არქეოლოგიური მონაცემებით, ნიღბების არსებობა საქართველოში ძველთაგანვეა დამოწმებული. რიტუალურ ნიღბებს საქართველოში იყენებდნენ საახალწლო, ბერიკაობა-ყეენობია, ლაზარობა-გონჯაობისა და მიცვალებულთა სულებისადმი მიძღვნილ რიტუალებში. ეთნოგრაფიული მონაცემებით დამოწმებულია რიტუალური ნიღბების 2 სხვაობა:სახეზე ასაფარებელი, თავზე ჩამოსაცმელი ან თავზე გასაკეთებელი ნიღაბინიღაბსამოსები. პირველ სახესხვაობას განეკუთვნება ნაჩვრეტებიანი ნიღაბი თვალებზე, ცხვირზე ან ნიკაპზე ასაფარებელი და ადამიანი სახის ან ცხოველის თავპირის გამომსახველი, თავზე ჩამოსაცმელი ან თავზე გასაკეთებელი. ნიღაბს ცვლიდა სახის გამურვის წესი. სახის ან თავზე ჩამოსაცმელ ნიღბებზე, ისევე როგორც სახის გამურვისას, იხურავდნენ თავისებურ ქუდს ან მის იმიტაციას, იკეთებდნენ ფრინველის ფრთებს, ცხოველის რქებს და თოჯინას. ამავე ფუნქციას ასრულებდა თავზე დადგმური საბუდარი შიგ ჩამჯდარი ცოცხალი კრუხით. მეორე სახესხვაობას განეკუთვნება ჩასაცმელი და მოსასხამი ნიღბები; ჩასაცმელი ნიღაბი ზოომორფული ან ანთროპომორფული იყო და ორი ნაწილისაგანნიღბისა და ნიღაბსამოსისაგან შედგებოდა, მოსასხამი კი მთლიანი იყო და მუდამ ზოომორფული გამოსახულება (თხა, ცხვარი, ხარი, ღორი, დათვი, მგელი, ფანტასტიკის პერსონაჟები და . .) ჰქონდა. საქართველოს ცალკეულ კუთხეებში ნიღბების დასამზადებლად იყენებდნენ ქეჩას, ხის ქერქს, ნამჯასნ ტყავს, გოგრას, სახიან ქსოვილს, ცხოველთა თავის ქალას და . .


ვანში აღმოაჩინეს ანტიკური ხანის თეატრალური ნიღაბი, რომლის ერთი მხარე სიცილის გამომხატველია, მეორე კი - სერიოზული გამომეტყველებისა. ნიღბების მსგავსება ძველ ბერძნულ და ძველ რომაულ ნიღბებთან მოწმობს, რომ საქართველოში იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ სანახაობათა კულტურას.

დღესდღეობით გავრცელებულია სხვადასხვა სახის ნიღბები იტალიაში, კერძოდ ვენეციაში. დღესასწაულები ძირითადად ნიღბებით ეწყობა.


მოსწავლეებმა თავიანთი ხელით და ფანტაზიით შექმნეს ნიღბები და 39-ე საგარო სკოლაში მოვაწყვეთ ნიღბების ჩვენება.







ჩვენების შემდაგ ვიქტორინა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები პოდიუმზე წარმოდგენილი ნიღბებით დააჯილდოვეს. ნიღბებში გამოყენებული იყო მუყაო, ბისერები, სხვადასხვა სახის თასმები, გუაში, ქსოვილები.
4. მონაწილეთა ასაკი: IX კლასი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინდივიდუალურად და ჯგუფურად
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაცშეიძლება, შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ნიღბის ისტორიას , შეისწავლიან როგორ კეთდება ნიღაბი
8. სარგებელი სხვებისთვის: მიიღონ მათთვის უცნობი თემა
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:---------------
11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლემ განავითაროს გამომსახველობითი ხერხები, გამოიკვლიოს ხელოვნების როლი საზოგადოების ცხოვრებაში, ამოიცნოს და შეადაროს სხვადასხვა ეპოქის და სტილის ნამუშევარი, შემოქმედებითად წარმოაჩინოს ხელოვნების ნიმუშები.
12:პროექტის ფასილიტატორი: ქეთი შარაშენიძე
13: ფასილიტატორის ელ. ფოსტა: qetusia79@gmail.com
14: პროექტის ფორუმი: ---------------
15: პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://qetisharashenidze.blogspot.com